თბილისის N112 საჯარო სკოლაში სპორტული ვიქტორინა ჩატარდა
09-11-2022

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის N112 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, სპორტული ვიქტორინა გაიმართა. 

კონკურსი ორგანიზებულად ჩატარდა. მასში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ვიქტორინაში 1-ელი ადგილი დაიმსახურა მე-11 კლასის გუნდმა, მეორე ადგილზე მე-10 კლასი გავიდა, მესამე ადგილი კი მე-9 კლასმა დაიკავა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გამარჯვებულ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდებს საჩუქრად გადაეცემათ ბილეთები რაგბის თამაშზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203