„მოტივაციას მაძლევს ახალგაზდა თაობის განსაკუთრებული სიყვარული“- შორენა ქამადაძე, ნენიის საჯარო სკოლის მასწავლებელი
08-11-2022

რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ქამადაძე გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- ,,გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთი’’.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგის პროფესია ჩემთვის უპირველესი მოვალეობაა.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- დიალოგი.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- სკოლის დირექტორმა დამწყებ პედაგოგს მირჩია გიყვარდეს მოსწავლე, როგორც შენი ოჯახის შვილიო.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- ყოველთვის იყო მართალი.

- მოტივაციას მაძლევს...

- ახალგაზდა თაობის განსაკუთრებული სიყვარული.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- სჯერათ ჩემი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203