მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
08-11-2022

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი საგამოფენო მასალა ნამდვილად შთამბჭდავი და მრავალფეროვანი იყო, რამაც დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხლეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203