ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ
16-04-2018
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და იუბილეებს ყოველთვის ზეიმით აღნიშნავენ.
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ილიას ტბის ამფითეატრში ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და იმღერეს (მასწავლებელი: მაია ოთიაშვილი).
დაუნის საერთაშორისო დღე სკოლაში პრეზენტაციებითა და პოსტერებით აღინიშნა. ღონისძიებას სპეციალური მასწავლებლები თამარ ზურიაშვილი, ირინა დათუკიშვილი და თამარ ფეიქრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
საინტერესოდ ჩაიარა ღონისძიებამ, რომელიც ტყის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა (მასწავლებელი: ირინა დათუკიშვილი).
ფიროსმანელების 20 წლის იუბილესთან დაკავაშირებით მოსწავლეებმა გამოფენა გამართეს. გამოფენაში IV, VI, VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ (მასწავლებელი: იზოლდა იოსებიანი).
„ტუბერკულოზი განკურნებადია“ - ამ სახელით გაიმართა ტუბერკულოზისადმი მიძღვნილი ღონისძიება ირინა დათუკიშვილის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა დაავადებისა და მისი განკურნების გზებზე ისაუბრეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“