თბილისის N129 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში საინტერესო პროექტული გაკვეთილი ჩაუტარდათ
08-11-2022
თბილისის N129 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, VIII1 კლასში, ინგლისურ ენაში, პედაგოგმა ეკატერინე თინიკაშვილმა პროექტული გაკვეთილი - Bulling Bites ჩაატარა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საკუთარი აზრი დააფიქსირეს. 

„მოგეხსენებათ, ბულინგი ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენმა მოსწავლეებმა, პედაგოგის დახმარებით, წარმოედგინათ აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტო:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203