აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ
08-11-2022
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მასწავლებლემა მანანა თოლორაიამ მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი და ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა. 

პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203