„მინდა ვიყო პოპულარული“- ქვილიშორის საჯარო სკოლის მე-8 კლასში კლასის საათი ჩატარდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, მე-8 კლასში კლასის საათი თემაზე - „მინდა ვიყო პოპულარული“ გაიმართა.
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ცნობილ ადამიანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. გაიმართა დისკუსია, რომელიც ადამიანის სულიერ ღირებულებებს ეხებოდა.
აქტივობა დამირგებლის ლელა გოგიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
„მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ადამიანს პოპულარულს ხდის:
- ნიჭი;
- შრომისმოყვარულობა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- განათლება;
- თანადგომის და თანაგრძნობის უნარი;
- მიზანსწრაფვა.
კლასის საათის დასასრულს მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნა: პოპულარობა სიმდიდრის მსგავსია. სიმდიდრე ყოველთვის ცუდი არ არის, პრობლემა ის არის, თუ რა გზით შოულობს ადამიანი ფულს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: