აფხაზეთის N5 სკოლის მოსწავლეებს, დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ონლაინ შეხვედრა ჩაუტარა
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ონლაინ შეხვედრა - „FinEdu - ფინედუ“ ჩაუტარა, რომელიც დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შედგა.
ინფორმაციული შეხვედრა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მე-5, მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის, რომელთაც ფულის მართვისა და დაზოგვის აუცილებლობის შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგეს.
იხილეთ ფოტოები: