„აბო - თბილისის მფარველი ანგელოზი“- საინტერესო გასვლითი გაკვეთილი დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
08-11-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის, ცისანა კირთაძის ხელმძღვანელობით მე-10 კლასის მოსწავლეთათვის თბილისში სასწავლო გასვლითი გაკვეთილი თემაზე - „აბო, თბილისის მფარველი ანგელოზი“ ჩაუტარდათ.

სასწავლო გასვლით გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი.

„მოსწავლეებმა მოინახულეს წმ. აბოსთან დაკავშირებული ადგილები (აბოს წამების ადგილზე აღმართული ჯვარი, აბოს ნიში მტკვართან, მეტეხის ძირში მისი სახელობის ეკლესია, აბოს ქანდაკება). მათ მეტეხის ტაძართან ერთად დაათვალიერეს ნარიყალას ციხე, სადაც წმ. აბომ გაატარა თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები და აღესრულა ამირას მიერ.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს აბოს ცხოვრება და ნანახი ადგილები დაუკავშირეს ნასწავლ მასალას. სასწავლო ექსკურსიით მოსწავლეებმა უფრო ღრმად და საფუძვლიანად გაიაზრეს წმ. აბოს ღვაწლის მნიშვნელობა საქართველოსთვის“, - აღნიშნეს სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203