პატარა ფოთის საჯარო სკოლის II - IV კლასების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
08-11-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გამართეს.

II – IV - კლასების მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი მანონ ბიბლაია გახლავთ, შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს, სადაც მონაწილე მოსწავლეებმა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„შემოდგომის ჯადოსნური განწყობის აღწერა, ძალიან რთულია რამდენიმე სიტყვით. შემოდგომა არის დასაწყისიც და დასასრულიც! შემოდგომა დედამიწას ამშვენებს მრავალფეროვანი ოქროს სამკაულებით! შემოდგომა ფოთოლცვენის მარათონია! შემოდგომა ბუნების ბოლო წვეულებაა! პატარა ფოთის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა ბუნების ეს წვეულება უფრო დაამშვენეს ლექსებითა და სიმღერებით“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203