აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრს ესტუმრნენ
08-11-2022
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დირექციის დიდი ხელშეწყობით არაერთ ღირსეულ საქმესა და აქტივობას აკეთებენ, რომლის მიზანი მოსწავლეებში სიკეთის გაღვივება გახლავთ.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოება მოხუცთა ზრუნვის ცენტრს „ჩემი მორდუს“ ეწვივნენ და ბენეფიციარები მოინახულეს.

​მოსწავლეებმა ცენტრის მცხოვრებლებს დღე გაულამაზეს და თავადაც მათთან ერთად დაუვიწყარი დღე გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის აღნიშნული სტუმრობა დაუვიწყარი იყო და მათ სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი სასიამოვნო მოგონება შეემატა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203