ბაღდათის N1 სკოლის მოსწავლეებმა კითხვის კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატები დაიმსახურეს
08-11-2022
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მოსწავლეებმა მარიამ სახამბერიძემ და მარიამ მშვილდაძემ ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საზაფხულო კითხვის კონკურსში ასახელეს.

მარიამ სახამბერიძეს 662 გვერდი ქართულ ენაზე და 97 გვერდი ინგლისურ ენაზე წაკითხვისათვის ვერცხლის სერტიფიკატი გადაეცა.

მარიამ მშვილდაძე კი 1368 გვერდის ქართულ ენაზე და 704 გვერდის ინგლისურ ენაზე წაკითხვისათვის ოქროს ხარისხის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

„ვულოცავთ წარმატებულ მოსწავლეებს!“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203