მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა
08-11-2022
ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებები და ფესტივალები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლის ენისა და ლიტერატურის, ესთეტიკის კათედრისა და ბიბლიოთეკის ერთობლივი ნამუშევარი - „შემოდგომის ფესტივალი“ ჩატარდა.

„შემოდგომის ფესტივალი“ შემოქმედებით, მუსიკითა და ეთნომრავალფეროვნებით იყო გაჯერებული.

„დაე, მუდამ გვეზეიმებოდეს, გვემღერებოდეს და გვილხინდეს, მშვიდობით, ხვავით და ბარაქით შესულიყოს ყველა მოსწავლის და მასწავლებლის ოჯახში მადლიანი შემოდგომა“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203