დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ესტუმრნენ
08-11-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმატებულ მაგალითებსა და ახალგაზრდულ შესაძლებლობებს გაეცნენ. 

ისინი სხვადასხვა ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. 

  • თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტში გაეცნენ გაცვლით პროგრამებსა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებს;
  • თბილისის ექსპერიმენტორიუმში გაეცნენ სხვადასხვა საბუნებისმეტყველო დარგებს;
  • თბილისისა და კასპის ტექნოპარკებში დაათვალიერეს ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიები;
  • კასპის პროფესიული კოლეჯისგან მოისმინეს სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ;
  • დაათავლიერეს ხელოვნების სახლში მიმდინარე გამოფენა და გაიგეს საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების შესაძლებლობებზე.
სკოლის მოსწავლე სოფო ყაფლანიშვილი ამბობს, რომ ახლა უფრო მეტად მოტივირებულია და სჯერა, რომ, როგორც ახალგაზრდას, დიდი შესაძლებლობა აქვს და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოს, იმისათვის, რომ დაბა კაზრეთში მცხოვრები თანატოლები გააძლიეროს. 

პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203