დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები დაუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ
08-11-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. სწორედ ამიტომაც, დაბა კაზრეთის ახალგაზრდულმა სათემომ, დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბუ(ნება) შენიასა“ და ორგანიზაცია GLOW Georgia and the people of bolnisi-სთან ერთად, დასუფთავების აქცია მოაწყო. 

მათ დაბა კაზრეთის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 
 
„მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს ახალგაზრდა საზოგადოებისათვის სოციალური პასუხისმგეობისა და მოტივაციის ამაღლებას. ბუნება შენია! გავუფრთხილდეთ გარემოს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203