ლასურიაშის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეეთა შთამბეჭდავი კულტურული ტური 
08-11-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, მე-10 კლასში, მუსიკაში, მასწავლებელ მზია ცხადაიას ხელმძღვანელობით, სასკოლო პროექტი - „ეროვნული იდენტობის და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“ განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ქუთაისში ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, დასწრნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის თეატრში ოპერას - „დაისი“.

მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203