იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეები კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
08-11-2022
იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და ღონისძებაში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში გამართულ დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე გაიმართა. კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში გასცნობოდნენ აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას, ასევე, შეეძლოთ აღჭურვილობა და სპეცტექნიკა დაეთვალიერებინათ.

ღონისძიებაზე, ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203