ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
08-11-2022

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის I კლასში, საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში, ღონისძიება ჩატარდა. 

პირველკლასელებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. მოსწავლეებმა ასევე ლექსები წაიკითხეს და წელიწადის ამ ულამაზეს დროს ხოტბა შეასხეს. 

ღონისძიებას სკოლის დირექცია, კათედრის ხელმძღვანელი და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება, პედაგოგ ქრისტინე ნიკოლეიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203