დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების შესახებ გაკვეთილი ჩაუტარდათ 
08-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა, მეტაქსია არაქელიანმა, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის გაკვეთილი მედიაწიგნიერების შესახებ ჩაატარა.

პედაგოგი მოსწავლეებს მედიაზე, დეზინფორმაციაზე, ყალბ ინფორმაციასა და მის გავლენაზე ესაუბრა. გარდა ამისა, უთხრა, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი სოციალური ქსელების მავნე ზეგავლენისგან, როგორ შეამოწმონ და გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია სწორად.

მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

ვიდეოები იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო

ვიდეო 

ვიდეო 

ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203