საღრაშენის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
08-11-2022
ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, საშემოდგომო ზეიმი გაიმართა.
მის მიმდინარეობაში სკოლაში არსებული კათედრები ჩაერთნენ. მოსწავლეები ძალიან მონდომებულები იყვნენ, მათ შესაძლებლობები გამოვინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„მასწავლებელთა ერთობლიობით და მშობელთა თანადგომით გავულამაზეთ პატარებს ერთი მშვენიერი დღე“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს