ჟოშხის საჯარო სკოლა გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდა 
08-11-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლა კამპანიას - Global Action Day For Shcools შეუერთდა, რომლის მიზანიც მოსწავლეებში გლობალური დათბობის შესახებ არსებული პრობლემისა და პლანეტისთვის სასარგებლო ქმედებების განხორციელების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა იყო.  

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლის 5 მოსწავლესთან ერთად, აქტივობებში აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლებიც. პროექტი მოიცავდა, სახალისო სპორტულ აქტივობებს. დასასრულს, მოსწავლეებმა ფურცლებზე მესიჯები განათავსეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეჩერდეს კლიმატის ცვლილებები და ისინი საჯარო ადგილებში გამოფინეს. 

Global Action Day of Schools მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება და წარმოადგენს უნივერსალურ შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის, აიმაღლონ ცოდნა გარემოსდაცვითი ინფორმაციის შესახებ, მიიღონ სახალისო აქტივობებში მონაწილეობა და ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამებში. ოფიციალური მონაცემებით, კამპანიას დღემდე 104 ქვეყანა შეუერთდა, მათგან ერთ-ერთი კი საქართველოა.  

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203