„გვიანი შემოდგომის პოეზიის დღე“ - არეშფერანის საჯარო სკოლის პირველ კლასში შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი ჩატარდა
08-11-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის მასავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, პირველ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის ფარგლებში, ღია გაკვეთილი - „გვიანი შემოდგომის პოეზიის დღე“, მოეწყო.

ქართულის მასწავლებელმა თინათინ წიწილაშვილმა მოსწავლეებს გაკვეთილზე შემოდგომის თემაზე ლექსები წაიკითხა. პირველკლასელებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში წელიწადის ამ დროზე, მის ნობათსა თუ ავ-კარგიანობაზე ისაუბრეს.

გაკვეთილს ქართულის კათედრის წევრები, დირექცია და კლასის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

აქტივობის ბოლოს კი, სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადასცა.

„მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და მეტი მოტივაცია მიეცათ მომავალი სწავლისადმი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203