თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალებები ბრწყინვალედ შეასრულეს
თბილისის N37 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა აქტიურად ინერგება. არაქართულენოვან სექტორზე სახელმწიფო ენის შესასწავლად მასწავლებლები სასწავლო თემის ფარგლებში ქმნიან კომპლექსურ დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეთათვის არა რუტინა, არამედ სახალისო სასწავლო პროცესია.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ტექსტს „მეგობრობის“ მიხედვით, პერსონაჟი თოჯინები შექმნეს და „მკითხველის თეატრი“ მოაწყვეს.
მეათე კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გამოდგა თემა: ,,არასდროს, არასდროს, არასდროს დანებდე“, რომლიც ფარგლებშიც, წაიკითხეს ლინდა მალალა ჰანთის წიგნი - „თევზი ხეზე”, მოაწყვეს დისკუსია და შექმნეს საინტერესო ესეები მსოფლიოს ცნობილ ადამიანებზე, რომელთა წარმატებასაც დისლექსიამ ხელი ვერ შეუშალა.
მოსწავლეები აქტივობებში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: