ტყაჩირის საჯარო სკოლაში უნივერსიტეტის პროფესორს უმასპინძლეს
08-11-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლაში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის" წარმომადგენელი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი ლალი გამყრელიძე იმყოფებოდა. 

მან, სასკოლო საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ისაუბრა. შემდეგ კი დაურიგა ჟურნალები, ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე შემდგომი აქტივობების განსახორციელებლად. 

მანვე საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ლექცია კომპოსტის დამზადების შესახებ ჩაატარა. მოსწავლეებს ბროშურები დაურიგა და ბოლოს, სკოლის ეზოში არსებული საკომპოსტე ყუთში კომპოსტირების პროცესი შეაფასა.

ვიზიტმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203