დიდაჭარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
08-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
კლასის ხელმძღვანელმა, ლიანა დეკანაძემ მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა, პატარებს საანბანო პერიდის დაწყება დღესასწაულად უქცია და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა.
მოსწავლეებმა პირველი კომპლექსური დავალებაც შეასრულეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„სკოლის პირველ კლასში ანბანი ზეიმით შემობრძანდა, პატარებმა პლასტელინისგან ანბანი, მზე და „ია“ გამოძერწეს და პირველ კომპლექსურ დავალებასაც წარმატებით გაართვეს თავი“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს