ძირკვაძეების საჯარო სკოლის პედაგოგ ზელიმხან თავართქილაძეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
08-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლას შედეგსა და მოსწავლეთა განვითარებაზე ორინეტირებული მასწავლებლები ჰყავს. 

სწორედ ერთ-ერთი მათგანია ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი ზელიმხან თავართქილაძე, რომელსაც მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. ის თითოეული მოსწავლის ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს და მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობს. 

სკოლაში პედაგოგს ამ მიღწევას ულოცავენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ. 

„სიხარულით ვულოცავთ ზელიმხან თავართქილაძეს დამსახურებულ მენტორის სტატუსს! მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ბატონი ზელიმხანის სტატუსის ცვლილებაში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203