წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტულ პროექტს მასპინძლობს
08-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებას, სწორედ ამ მიზნით სკოლამ პროექტს „ჩაერთე რაგბში“ უმასპინძლა.
სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო დირექციასთან, სპორტის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების მმართველ - ირაკლი კუჭავას, „სარაგბო კლუბ „დინოზავრების“ მთავარ მწვრთნელ - ზაზა ჩირგაძესა და რაგბის ინსტრუქტორ ჯონი ფარულავასთან ერთად.
პროექტი „ჩაერთე რაგბში“ საქართველოს 150 სკოლაში მიმდინარეობს, რომელშიც მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ფიზიკური აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს