„იავნანამ რა ჰქმნა?!“- მეხუთეკლასელთა საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ხორშის საჯარო სკოლაში
08-11-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, მეხუთე კლასის მოსწავლეებს თემაზე - „ი. გოგებაშვილის იავნანამ რა ჰქმნა?!“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ. ბავშვების პედაგოგი ნინო მიქავა გახლავთ.
პედაგოგმა სასწავლო რესურსად მისი ბავშვობის დროინდელი ჟურნალი გამოიყენა, რამაც გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
აღსანიშნავია, რომ მეხუთეკლასელები შემაჯამებელ გაკვეთილში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.