დუმასტურის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება ძიუდოს ტურნირზე
08-11-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მეოთხე კლასის მოსწავლეებმა - ახმად ფარეულიძე-ალხანაშვილმა და მოუსარ მაჩალიკაშვილმა ასახელეს.

ახმეტაში, 4 ნოემბერს გამართულ ძიუდოს ტურნირზე ახმად ფარეულიძე-ალხანაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მოუსარ მაჩალიკაშვილმა მესამე ადგილი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, დირექტორი რუსუდან ბორჩაშვილი გაახარეს და საკუთარი წარმატება პირადად საზეიმოდ აცნობეს. რუსუდან ბორჩაშვილმა საამაყო მოსწავლეებს ეს დიდი წარმატება მიულოცა და კიდევ მეტი წინსვლა უსურვა:

„ეს პირველი წარმატება სხვა მრავალი წარმატების და წინსვლის საწინდარი ყოფილიყოს... გილოცავთ!

წინა ტურნირის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსულს კარებთან მომიწყვეთ დახვედრა... ორშაბათს ალბათ ისევ დამხვდებით თქვენი ამბებით შეხედულებებით და მიზნებით... წინსვლა და წარმატებები გქონოდეთ და ყოველთვის გეხარებინოთ თქვენი წარმატებები. მე თქვენი იმედი მაქვს“, - აღნიშნეს სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203