ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს
08-11-2022
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში პროექტ ,,ტელესკოლის“ მასწავლებელს, ოლიმპიადა „ევერესტის„ დამფუძნებელსა და მათემატიკის სახელმძღვანელოების ავტორ დაჩი ნანობაშვილს უმასპინძლეს. 

ის სკოლას დაწყებითი კლასების მასწავლებლების, მეგი ქათამაძისა და ნინო ჩუბინიძის ინიციატივით ეწვია. მან მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი ჩაიუარა, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო. 

გარდა ამისა, დაჩი ნანობაშვილმა სკოლას საჩუქრად თავისი ავტორობით გამოცემული წიგნები გადასცა. 

„ბავშვებს საოცრად შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი, შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილი საინტერესოდ და სახალისოდ ჩაუტარა. 
ბატონო დაჩი, ვინ არ სწვევია ტყიბულის N2 საჯარო სკოლას, მაგრამ თქვენ სკოლის პატარებს გამორჩეული დღე აჩუქეთ. მათემატიკა ყველაზე სახალისო აღმოჩნდა ბავშვებისათვის. ყველაზე ამოუხსნელი უტოლობებიც კი დავამარცხეთ და ყოველი მიღებული პასუხი დაუვიწყარ შთაბეჭდილებად აქციეთ.
ამბებად ქცეული მათემატიკა ყველაზე სახალისო ყოფილა!!!
მადლობა თქვენ, ბატონო დაჩი, ამ ლამაზი დღისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203