თბილისის N136 სკოლის მოსწავლეები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს ესტუმრნენ
08-11-2022
თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ხორციელდება.
ამჯერად, XIა და XIდ კლასის მოსწავლეები, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში, ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ისინი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართის ცენტრს - 112-ს ეწვივნენ.
მოსწავლეებს ცენტრის თანამშრომელმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათი პროფესიის შესახებ და კითხვებზე ამომწურავად უპასუხა.
აქტივობამ, დამრიგებლების ჩართულობით (ხ. ფანცულაია, ნ. ჩორგოლაშვილი), ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
„მოსწავლეებმა ყურადღებით მოისმინეს მიწოდებული ინფორმაცია, დასვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები, რის შედეგადაც რამდენიმე მოსწავლეს გაუჩნდა სურვილი მომავალში დასაქმდეს აღნიშნულ სამსახურში და შესარულოს ის კეთილშობილური მისია რასაც ადამიანების დახმარება ჰქვია“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს