„ხატვა ფიგურებით“ - თბილისის N136 სკოლის მეორეკლასელებმა აპლიკაციის დახმარებით ნახატები შექმნეს
08-11-2022
თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან გაკვეთილებს, საგანმანათლებლო ღონისძიებებს, საინტერესო აქტივობებსა თუ პროექტებს სთავაზობენ და მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

მათ შორის, 4 ნოემბერს მე-2 კლასში, პროექტის - „ხატვა ფიგურებით“ პრეზენტაცია გაიმართა. სასწავლო პროცესს პედაგოგი - ეკატერინე მელაძე ხელმძღვანელობდა. 

მე- 2 კლასის მოსწავლეები გაეცნენ საგანმანათლებლო აპლიკაციის შესაძლებლობებს და მისი საშუალებით შექმნეს საინტერესო და სახალისო ნახატები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203