„მოვაწყოთ გამოფენა“ - თბილისის N136 სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
08-11-2022

თბილისის N136 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მასწავლებლები მოზარდებს საინტერესო დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, 1-ელა კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალების -„მოვაწყოთ გამოფენა“ პრეზენტაცია;

მოსწავლეებმა მოამზადეს საგამოფენო ნამუშევარი, რომლითაც აღწერეს, თუ როგორ ხდება ირგვლივ არსებული სხვადასხვა რაოდენობის ობიექტების აღწერა მათემატიკური სიმბოლოებით;

პატარებმა, მათთვის სასურველი მასალით (მუყაო, პლასტელინი, ფერადი ფურცლები და ა.შ.) გამოყენებით დაამზადეს სხვადასხვა ფერის კალათები და დანომრეს ისინი. მოამზადეს მათთვის სასურველი ხილის ნიმუშები და მოათავსეს კალათაში;

პირველკლასელებმა პრეზენტაციისას წარმოაჩინეს:

რა რიცხვები/სიმბოლოები გამოიყენეს კონკრეტული რაოდენობის აღნიშვნისთვის და რა კავშირი არსებობს რაოდენობის აღმნიშვნელ რიცხვებს შორის;

რა სიმბოლო შეუსაბამეს რაოდენობას;

როგორ ხდება რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესის აღწერა მათემატიკური სიმბოლოების მეშვეობით;

როგორი წესით ხდება რიცხვების შედარება, რომელი მეთოდია უფრო თვალსაჩინო შედარებისთვის;

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203