თბილისის N127 სკოლის მოსწავლეებმა, ეთნოგრაფიული მუზეუმის დახმარებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს
08-11-2022

თბილისის N127 საჯარო სკოლის მე- 3 კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ტური მოეწყო. 

მესამეკლასელები, დამრიგებლის, ივეტა აბესაძის ხელმძღვანელობით, შემოდგომის ერთ თბილ დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ და მუზეუმის დამარებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს. თითოეული კუთხის ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, დაათვალიერეს ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები, შთამბეჭდავი სანახავი იყო შემოდგომის ფერებში გახვეული ბუნება.

მოსწავლეები სკოლაში სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და ახალი ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203