„ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის მათი სიყვარული“- ლელა დარძული, ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორი
07-11-2022

რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლელა დარძული გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „...ვიდრე ცოცხლები ვართ, უკვდავვყოთ ერთმანეთის სული... თქვენ - ჩემი, სხვამ  - სხვისი და ასე დაუსაბამოდ“... ნ. დუმბაძე, მარადისობის კანონი.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ძალიან ბევრ პირადულზე უარის თქმას, სიახლეების ძიებას, კომუნიკაციის გაძლიერებულ უნარს, ჰუმანურობას...

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- სიყვარული, როგორც საკუთარი პროფესიის, ასევე აღსაზრდელების, თანაგანცდის უნარი... და ზოგადად, პოზიტიური მუხტი.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- გახსოვდეს, რომ შენი ყოველი სიტყვა და ქმედება ბავშვის ხსოვნაში წარუშლელ კვალს ტოვებს.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- როცა დიდი ძალისხმევის მიუხედავად უკუკავშირს ვერ იგრძნობთ.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეების ცნობისმოყვარე მზერა... სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები... ჩვენს სკოლაში აღზრდილი წარმატებული ადამიანები...

- კმაყოფილი ვარ, როდესაც...

- ყველა მასწავლებელი სათანადოდ მობილიზებულია დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, მოსწავლეები ახალი ინიციატივით გამოდიან და ჩვენთან ერთად ახორციელებენ სხვადასხვა იდეებს, აქტივობებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203