ეშტიის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანს დაეხმარნენ
07-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა სოფელში მცხოვრები მარტოხელა და სოციალურად დაუცვლელი ადამიანის დახმარება გადაწყვიტეს.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და ქველმოქმედების ადრესატი ძალიან გაახარეს. მოსწავლეები ხელმძღვანელები პედაგოგები რიპსიმე აროიანი და ლალაზარ აროიანი იყვნენ.
„რადგან უკვე შემოდგომაა და მოსავლის მოყვანის სეზონია, ყველა მოსწავლე, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, დაეხმარა ამ ადამიანს. მათ მიუტანეს ბოსტნეული (სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო, ჭარხალი და ა.შ.). ეს კაცი ტიროდა სიხარულისგან. ძალიან გახარებული იყო, რადგან წელს საერთოდ არ ჰქონდა მოსავალი“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს