აღვის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
07-11-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა. 

ზეინაბ ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ღონისძიებისათვის სცენა მოაწყვეს, სადაც წარმოდგენილი იყო დეკორაციად ჩალისა და თივის ზვინი. 

მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობა, იმღერეს, იცეკვეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

შობლები და სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდიან ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ზეინაბ ჩაკვეტაძეს. 

„სცენაზე მოეწყო სიმინდის რჩევის და ჩურჩხელების თათარაში ამოვლების  ისცენირება. ასევე, პატარებმა დადგეს ცეკვა „რაჭული" და შეასრულეს მუსიკის პედაგოგის მაკა დავითულიანის აკოპონიმენტით რამდენიმე სიმღერა. დამსწრე საზოგადოებამ დიდი სიამოვნება მიიღო ღონისძიების ხილვით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203