კერძო სკოლა „ანაბასისში“ შიდასასკოლო კონფერენცია გაიმართა
07-11-2022
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ პროექტი - „ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“ აქტიურად მიმდინარეობს. 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში, საინტერესოდ წარიმართა შიდასასკოლო კონფერენცია, რომელიც X კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლებაში, პირველ პროექტულ სწავლებაში შერჩეული პროექტის - „გენდერული მეინსტრიმინგისათვის“, მიმართულებით დაგეგმეს.

მისი საკითხი-გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები და გენდერული სტერეოტიპები იყო. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ. 

პროექტის ტიპი - ადვოკატირება იყო. ესგ პრიორიტეტული თემა - ადამიანის უფლებები.
გაიმართა ინტეგრირება სხვადასხვა საგნობრივ დისციპლინებთან - ინტეგრაცია ქართულთან, ისტორიასა და ხელოვნებასთან.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებმა გააცნობიერონ სასკოლო საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, შესაბამისად ხელი შეეწყოს თანასწორობის პრინციპების დასაცავად საჭირო კომპეტენციების განვითარებას.

საუბარი იყო მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებზე:
N4 მიზანი: ხარისხიანი განათლება.
N5 მიზანი : გენდერული თანასწორობა.
N10 მიზანი: შემცირებული უთანასწორობა.
N17 მიზანი: პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

აქტივობას პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე და თეა სამხარაძე უძღვებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203