ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში საფეხბურთო შეჯიბრი გაიმართა
07-11-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლა მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესაა და სპორტულ აქტივობებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ახალგაზრდობის ჩამოყალიბებისათვის.  

სწორედ ამ მიზნით, პერიოდულად სკოლა აწყობს შიდა სპორტულ შეჯიბრებებს. ამჯერად, სკოლაში საფეხბურთო შეჯიბრი VI, VII, VIII, IX კლასებს შორის გაიმართა.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ და ღირსეულად იასპარეზეს, გამარჯვება კი, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს. ისინი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203