იანეულის საჯარო სკოლა სახალხო დღესასწაულზე - „ალეგრობა 2022“ ღირსეულად წარდგა
07-11-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონაწილეობენ. 

ისინი სახალხო დღესასწაულ „ალეგრობა 2022-ის“ მიმდინარეობაში ჩაერთნენ.

მათ ღონისძებაზე თავიანთი კუთხე მოაწყვეს, მოსწავლეებმა გურიის აგრობიზნესცენტრისა და ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოყვანილი მარწყვი წარადგინეს.

სკოლის წარმომადგენლებმა სასიამოვნო დრო გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაღეს. 

ალეგრობის სახალხო დღესასწაულზე საპატიო ოზურგეთელები დააჯილდოვეს, ასევე, გაიმართა სხვადასხვა სპორტული ასპარეზობები, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ჩატარდა მასტერკლასები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203