„კმაყოფილი ვარ, როდესაც ყველა მოსწავლე სახლში ბედნიერი ბრუნდება“- ლელა ჩერქეზიშვილი, სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი
07-11-2022

რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ჩერქეზიშვილი გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის.“

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- მარად ახალგაზრდად ყოფნას.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ჩემი სურვილი და მოვალეობა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- „ყველაფერი ცუდი კართან დატოვე“.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- მშობლებთან კომუნიკაცია.

- მოტივაციას მაძლევს...

- სიტუაციის სასურველი დასასრული.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ყველაფერი რიგზეა, როდესაც ყველა მოსწავლე სახლში ჯანმრთელი და ბედნიერი ბრუნდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203