კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
16-04-2018
ერთობლივი სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და წარჩინებული სტუდენტების დასაქმებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ მოაწერეს ხელი.

ვახტანგ წივწივაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების, სამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ ესაუბრა.

სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის, თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პროფესორმა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ჯემალ სოლოღაშვილმა.

უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის საქმიანობა და განხორციელებული პროექტები საზოგადოებას ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ გააცნო.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203