ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შემოდგომას მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება იმართება. ამჯერად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წელიწადის ოქროსფერ დროს - შემოდგომას მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს. ხელოვნების მასწავლებელმა ნანა ჩირგაძემ და მისმა მოსწავლეებმა ფერად -ფერადი დეკორაციები შექმნეს, გააცოცხლეს ზღაპრის გმირები. შემდეგ კი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით შემკეს მდიდარი და სანაქებო შემოდგომა.
„რა სჯობია შემოდგომით ხმაურიან სოფლებს, ფეხქვეშ გააქვს ხრაშა-ხრუში ფერად-ფერად ფოთლებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: