კარბის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ფესტივალი გაიმართა
07-11-2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლაში დაწყებითების კათედრისა და ესთეტიკური კათედრის ორგანიზებით, საშემოდგომო ფესტივალი ჩატარდა.

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ქართული სოფლის იდილიური სურათი: მოსავლის დაბინავება, ყურძნის დაწურვა, საქონლისთვის საკვების მომარაგება, თათარის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება, ბუხარში ცეცხლის აგიზგიზება და ა.შ...

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შესანიშნავი ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო წარმოდგენილი - მოსწავლეებმა ფილმ „ნატვრის ხიდან“ ფუფალას ეპიზოდი გააცოცხლეს. „ფუფალა“ მოსავლის დაბინავებაზე იყო მიწვეული და შიოლას ეძებდა, ხოლო ონავარი ბიჭები ხილით უმასპინძლდებოდნენ და თან თავისებურად ეოხუნჯებოდნენ.

წარმოდგენას ლექსი ცვლიდა - ლექსს - სიმღერა, სიმღერას - ცეკვა...

საკმაოდ შთამბეჭდავი იყო გაფორმება - ძველი საოჯახო ნივთებით, სოფლისთვის დამახასიათებელი ატრიბუტებით.

„იყო დიდი ხალისი, გართობა, მოსწავლეებმა დიდი სიამოვნება მიიღეს, რომლის შემდეგ გაიმართა დიდი საქველმოქმედო აქცია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203