ქვილიშორის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი ნახეს
07-11-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო  სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრის სპექტაკლს - „ძია ჯამბაზი და წრუწუნა მიციკი“, დაესწრნენ. 

კლასების დამრიგებლები შორენა ლომაძე და ნინო ყურაშვილი არიან, ხოლო თეატრის ხელმძღვანელი ვაჟა გედენიძეა. 

მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატრეს.

„ბავშვებმა ძალიან გაიხარეს და მოიხიბლნენ მსახიობებით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203