ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
07-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, საზეიმო თუ გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ნიჭის, ცოდნისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მომზადებაში მთელი სკოლა აქტიურად იყო ჩართული. 

უფროსკლასელებმა ბარაქიანი შემოდგომის მრავალფეროვნება საინტერესო დეკორაციებით წარმოადგინეს,  ხოლო უმცროსკლასელებმა ლექსებითა და სიმღერებით დაამშვენეს ღონისძიება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203