სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაქართველი სტუდენტების მონაწილეობით სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
13-04-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც უნივერსიტეტის არაქართველი სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ნაწილი მათგანი საქართველოს მოქალაქეა და ახლა იღრმავებს ქართული ენის ცოდნას უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე, ხოლო რამდენიმე სტუდენტი - თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები - უკვე ფლობენ სახელმწიფო ენას და უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებაზე სწავლობენ.

მონაწილეებმა ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა და გაიხსენეს, რა სირთულეები შეხვდათ ქართული ენის შესწავლისას.

შეხვედრის ბოლოს ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებმა წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსები და მთელ საქართველოს მიულოცეს სახელმწიფო ენის დღე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203