„ოქროსფერი შემოდგომა“- ოროჯალარის საჯარო სკოლაში გამოფენა და ღონისძიება გაიმართა
07-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ - იცეკვეს, იმღერეს, ნომრები შეასრულეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

ასევე გაიმართა გამოფენა „ოქროსფერი შემოდგომა“. ჟიურის წევრებმა მოსწავლეების ნამუშევრები შეაფასეს, გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ. დანარჩენ მოსწავლეებს კი სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203