ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო პროექტი საინტერესოდ შეაჯამეს
07-11-2022
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო პროექტის შეჯამება გაიმართა. მასში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოვლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

პროექტში დაწყებითების, უცხო ენების, ხელოვნების, ბუნებისმეტყველებისა და მუსიკის კათედრები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები, რითვისაც მათ სკოლაში მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203