წითელსოფლის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
07-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს. 

აქტივობებში მოსწავლეები, დამრიგებელის ნელი გასპარიანის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მათ სკოლის ეზო ფერადი ფოთლებით მორთეს, მოამზადეს თათარა, ისაუბრეს თათარას მომზადების შესახებ, ამოავლეს ჩურჩხელები და იმღერეს ქართული და სომხური სიმღერები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203